განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

ფასდაკლება

ფასდაკლების ბარათები

სს „ბალნეოსერვისის“ „ბალნეოკურორტ-წყალტუბოს“ №1 და №6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო და SPA&WELLNESS ცენტრებში სამკურნალო და სარელაქსაციო პროცედურებზე და პროგრამებზე

ყურადღება! დაბეჯითებით გთხოვთ, აუცილებლად და გულდასმით გაეცნოთ ფასდაკლების პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ, შეავსოთ და ჩამოტვირთოთ ფასდაკლების ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიები არ მიიღება.

ფასდაკლების ბარათის შევსება, აბსოლუტურად არავითარ ვალდებულებას არ გაკისრებთ ჩვენი კომპანიის მიმართ.

ფასდაკლების თითოეულ ბარათს, გააჩნია შესავსებად აუცილებელი სამი ერთნაირი ნაწილი. მაგრამ თქვენ, არ მოგიწევთ ბარათის სრულად, ანუ სამივე ნაწილის შევსება. ერთი ნებისმიერი ნაწილის შევსების პარალელურად, ავტომატურად ივსება ბარათის დანარჩენი ორი ნაწილი. ბარათის შესავსებად, დაგჭირდებათ ნახევარი წუთი.

 

                                                                                           

ფასდაკლების პირობები:

გაითვალისწინეთ, რომ ეს ფასდაკლებები, არ ვრცელდება სასტუმრო მომსახურებაზე (ღამისთევა, კვება) და სასტუმროებში არსებულ და სასტუმროების მიერ შემოთავაზებულ "სამკურნალო პაკეტებზე". ეს ფასდაკლებები ვრცელდება, მხოლოდ სს "ბალნეოსერვისში" არსებულ სამკურნალო პროცედურებზე და პროგრამებზე და იქ დანიშნულ და გაწეულ მკურნალობაზე.

*10%-იანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეუძლია იმ ტურისტს თუ დამსვენებელს, რომელიც ჩამოდის სამკურნალოდ ან რელაქსაციის მიზნით თუნდაც 1 (ერთი) დღით ან რამდენიმე საათით.
*15%-იანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ტურისტს თუ დამსვენებელს, რომელიც ჩამოდის სამკურნალოდ ან რელაქსაციის მიზნით 15 (თხუთმეტი) ან/და მეტი დღით.
*14 წლამდე ასაკის ბავშვები, ავტომატურად სარგებლობენ 20%-იანი ფასდაკლებით ყველა სამკურნალო პროცედურაზე და პროგრამაზე (გარდა სასტუმრო მომსახურებისა). შესაბამისად, ისინი დამატებით ვეღარ ისაგებლებენ ჩვენი კომპანიის მიერ დაწესებული ფასდაკლებებით. აღნიშნული ფასდაკლება, ვრცელდება მხოლოდ მკურნალობის მიზნით ჩამოსულ ბავშვებზე. 
*დააწკაპუნეთ შესაბამისი ფერის სურათზე (წრეზე), გვერდის გახსნის შემდეგ, შეავსეთ ბარათის ცარიელი ველები, ჩამოტვირთეთ, ან დაბეჭდეთ, ან მობილურ ტელეფონში შეინახეთ. აუცილებელია ყველა ველის შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათი არ ჩამოიტვირთება.
*წარადგინეთ ეს ბარათები (ან დაბეჭდილი, ან მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული სახით) სს „ბალნეოსერვისის“ „ბალნეოკურორტ-წყალტუბოს“ №1 და №6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების სალაროებში და მიიღეთ 10%-იანი ან 15%-იანი ფასდაკლება ყველა სამკურნალო პროცედურაზე / პროგრამაზე.
*ეს ფასდაკლება, არ ვრცელდება სასტუმრო მომსახურებაზე და სასტუმროების კუთვნილ (სასტუმროების მიერ შემოთავაზებულ) "სამკურნალო პაკეტებზე".