განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები კოვიდ-19-ს დროს

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები COVID-19 ვირუსის პანდემიის დროს

ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე

2021 წლის 1 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები:

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინაციის ან PCR-ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, აუცილებლად უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

  • საქართველოს მოქალაქეებისათვის

1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

  • უცხოელებისათვის

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
  • ისრაელის სახელმწიფო;
  • შვეიცარიის კონფედერაცია;
  • ნორვეგიის სამეფო;
  • ამერიკის შეერთებული შტატები;
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
  • საუდის არაბეთის სამეფო;
  • კატარის სახელმწიფო;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • ბაჰრეინის სამეფო;
  • თურქეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • უკრაინა;
  • სომხეთი;
  • რუსეთი;
  • ყაზახეთი;
  • ბელორუსი;
  • თურქმენეთი;
  • უზბეკეთი;
  • ტაჯიკეთი;
  • ყირგიზეთი.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
    საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

*კანონით გათვალისწინებულია, პირბადის აუცილებელი ტარება (გაკეთება) ყველგან - როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეშიც - ქუჩაში. დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა (20 ლარი).

*აუცილებელია იცოდეთ, რომ თქვენს მიერ, საქართველოში გაკეთებული განმეორებითი PCR-ტესტის პასუხი, ლაბორატორიის მიერ, აუცილებლად იგზავნება ქვეყნის სხვადასხვა უწყებაში და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში. თუკი თქვენ, საქართველოში ყოფნის მესამე დღეს, არ გაიკეთებთ განმეორებით PCR-ტესტს, მაშინ, უკან გამგზავრებისას, ვერ შეძლებთ საქართველოს საზღვრის გადაკვეთას უკუმიმართულებით. საზღვრის კვეთისას შეგაჩერებენ, დაგაბრუნებენ საქართველოში, დაგაჯარიმებენ 2000 (ორი ათასი) ლარით და მხოლოდ ახალი PCR-ტესტის გაკეთების შემდეგ, მოგცემენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავის გაუქმებული ბილეთების ღირებულების კომპენსირება, არ ხდება.

ასევე, იხილეთ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193
- ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
- ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194

*ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, აღებულია ოფიციალური წყაროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ვებგვერდიდან: www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/247