განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

რადონული წყლის აბაზანები

რადონული წყლის აბაზანები.

რადონულ წყლებს საუცხოო სამკურნალო თვისებები აქვთ. მათი მოქმედება ორგანიზმზე ნაზი და დამზოგველია. ამიტომ, ზოგიერთ კურორტზე (წყალტუბო) დღეში ორი აბაზანის მიღებაა შესაძლებელი. რადონული წყლები, საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, აყუჩებს ტკივილს და აქრობს ანთებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. რადონული წყლის აბაზანები, შესანიშნავ შედეგს იძლევა რევმატიზმის ნარჩენი მოვლენების მკურნალობისას, დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების რიგ დაავადებაზე. ამ აბაზანების გავლენით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა. კურორტებზე, სადაც რადონული წყლებია, უდიდესი ეფექტით ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების, კანის სნეულებათა და სხვათა მკურნალობა. აბაზანების ხანგრძლივობა აქ 20-30 წუთია. მკურნალობის კურსის განმავლობაში, შესაძლებელია 20-30 აბაზანის მიღება.

მსოფლიოში, რადონული წყლების 300 კურორტი არსებობს, რომელთაც დიდი ეფექტურობით იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. რადონულ წყლებს სამკურნალოდ იყენებენ შემდეგ ქვეყნებში: იაპონიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში უნგრეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ხორვატიაში, ჩერნოგორიაში, რუმინეთში, ინდოეთში, უკრაინაში, ბელორუსში, რუსეთში და სხვა.