სასტუმროკომპლექსი“Aria resort & spa” 4*
სასტუმრო კომპლექსი "Aria resort & spa" მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ და საკურორტო ზონაში - წყალტუბოს რაიონში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს 4 სართულიან კეთილმოწყობილ შენობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, ღია, შიდა და საბავშვო აუზებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ტენისის კორტებით, საუნით, ღია ტერასით. მიიღონ ბარის, რესტორნისა და სპა-კაბინეტის მომსახურება. დაისვენონ სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებითა და ასწლოვანი მუხებით გაშენებულ ხეივანში. სასტუმრო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სავენტილაციო-გათბობა-გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედებს მძლავრი Wi-Fi ინტერნეტი.
თანამედროვე დიზაინის 48 ნომერი:
- სტანდარტული ორადგილიანი;
- საოჯახო.
ნომრის ღირებულებაში შედის:
- დილის საუზმე;
- ღია აუზები;
- შიდა აუზი;
- საუნა;
- სავარჯიშო დარბაზი;
- 20 % ფასდაკლება მასაჟზე;
- ტენისის კორტები;
- ტრანსფერი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენრამდე „წყალტუბოს თერმული წყლები“ - წყარო №6.
რესტორანი
სატუმროს რესტორანში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეუკვეთონ ან დააგემოვნონ როგორც ევროპული, ასევე ქართული ტრადიციული კერძები. რესტორანს ემსახურება მაღალკვალიფიციური შეფ- მზარეული და პერსონალი.
საკონფერენციო დარბაზი:
სასტუმროს მეოთხე სართულზე, განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი. სივრცე გათვალისწინებულია 100-120 მსმენელზე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის. აღჭურვილია საჭიროტექნიკითა და ინვენტარით.
სპორტული დარბაზი:
სასტუმროს კომპლექსის შემადგენლობაში შედის, ინდივიდუალური შენობა-ნაგებობა, სპორტული აქტივობებისთვის. მასში ფუნქციონირებს საუნა, და დახურული აუზი 10X4მ-ზე. სპორტული აქტივობის ნაწილია, ტენისის კორტები და კალათბურთის მოედანი 36X18 მ-ზე.
აუზები:
კომპლექსში განთავსებულია ორი ღია/გარე აუზი: 25X12.5 მ-ზე და საბავშვო 6X4 მ-ზე. აუზისა და წყლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი ხდება, უახლესი სადეზინფექციო საშუალებებითა და ტექნიკური მოწყობილობებით. აუზს ემსახურება ბარი-ტერასა, ფუნქციონირებს გასახდელები და ინდივიდუალური საშხაპეები, ხოლო პატარა დამსვენებლებისთვის - სათამაშო კუთხე. აუზს ემსახურება მაშველი.
სასტუმროს ფასები საუზმით
1.05.2022 - 15.11.2022 | 16.11.2022 - 31.03.2023 | ||
ერთადგილიანი / SNGL |
220 ლარი |
ერთადგილიანი / SNGL |
150 ლარი |
ორადგილიანი / DBL |
250 ლარი |
ორადგილიანი / DBL |
180 ლარი |
ორადგილიანი / TWN |
250 ლარი |
ორადგილიანი / TWN |
180 ლარი |
ნახევრად-ლუქსი / SEMI LUX |
290 ლარი |
ნახევრად-ლუქსი / SEMI LUX |
230 ლარი |
ლუქსი / LUX |
330 ლარი |
ლუქსი / LUX |
270 ლარი |
დამატებითი საწოლი / EXTRA BAD |
70 ლარი |
დამატებითი საწოლი / EXTRA BAD |
70 ლარი |