განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

სამკურნალო ცენტრი

 

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ №6 წყარო - „სტალინის აბაზანა“

   

ჩვენი გუნდი

 

სააქციო საზოგადოება "ბალნეოსერვისი"-ს კუთვნილი, ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიცირების სისტემის ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი, სახელგანთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი - ლეგენდარული №6 წყარო „ბალნეოკურორტი-წყალტუბო“ (ე.წ. „სტალინის აბაზანა“)არის მინერალური წყლებით სამკურნალო ბალნეოლოგიური დაწესებულება და არა სასტუმრო. ანუ, იქ ხდება წყალტუბოში ჩამოსული დამსვენებლების მკურნალობა, მაგრამ იქ არ არის დამსვენებელთა ღამისთევის/განთავსების საშუალებები. აუცილებელია იცოდეთ, რომ კურორტ წყალტუბოში, ეს ადრეც ასე იყო და ასე არის ახლაც - ანუ, სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში დამსვენებლები არასდროს არ ცხოვრობდნენ და არც ახლა ცხოვრობენ. დამსვენებლები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სასტუმროებში (ადრე სანატორიუმებში) ან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში/ბინებში (სურვილის მიხედვით) და სამკურნალოდ დადიოდნენ და დადიან სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრში. ეს ყოველივე ასე იმიტომ არის ოგანიზებული, რომ წყალტუბოს სამკურნალო წყლის შორ მანძილზე გადატუმბვა ან ტრანსპორტირება შეუძლებელია, ვინაიდან 3-4 წუთში, წყალი თითქმის სრულად კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს და რათქმაუნდა ტემპერატურასაც. ამიტომაცაა, რომ კურორტ წყალტუბოში, წყლის ყველა სახის სამკურნალო პროცედურა, ტარდება მუდმივად გამდინარე - ახალ მინერალურ წყალში, შესაბამისად, მინერალური წყალს, დამსვენებლები მოიხმარენ მიწის ზედაპირზე მისი გადმოდინების ადგილზე, ანუ მხოლოდდამხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში და არა სასტუმროებში.

კურორტ წყალტუბოში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 21 და 14 დღეა ან უკიდურეს შემთხვევაში 10-12 დღე.

რაც შეეხება მკურნალობის ღირებულებას: კომპლექსური სამკურნალო პროგრამის ერთი დღის ღირებულება შეადგენს საშუალოდ 40-50 ლარს, თუ წყალში ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვაცაა საჭირო - მაშინ დღეში 70 ლარამდე. 18 სახის სამკურნალო პროცედურიდან, მკურნალი ექიმის მიერ, პაციენტს დღეში ენიშნება, 3-5 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა. სამკურნალო პროცედურების რაოდენობასა და სახეობებს, განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ადგილზე, პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და ძირითადი და თანამდევი დაავადების/დაავადებების სიმძიმის მიხედვით. 

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ (№6 წყარო - „სტალინის აბაზანა“) მუშაობს ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე - 365 დღე წელიწადში, 9:00 - 18:00 საათამდე.

რაც შეეხება ღამისთევას, წყალტუბოში არის 10 სასტუმრო, საოჯახო სასტუმროები და ასევე კერძო სახლები/ბინები, რომლებშიც ქირავდება ცალკეული ოთახები/საწოლები. სასტუმროები, აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, კომფორტული და სამჯერადი კვებით დღეში. სასტუმროებში, ერთადგილიანი ნომრის ღირებულება სამჯერადი კვებით იწყება 60-70 ლარიდან, ხოლო ორადგილიანი ნომრის, ასევე სამჯერადი კვებით 110-120 ლარიდან. კერძო სახლებში/ბინებში ერთი საწოლის ღირებულება იწყება დღეში 10 ლარიდან - კვების გარეშე.

ამ ვებსაიტზე მითითებული ყველა ფასი (სამკურნალო პროცედურების, სასტუმროების) არის მომსახურების გამწევის ანუ მომწოდებლის ე.წ. „სუფთა ფასი“, ანუ ჩვენი მხრიდან, ყოველგვარი „ფასნამატისა“ და „პროცენტული დანამატების“ გარეშე. ჩვენთან მომსახურების შეძენის შემთხვევაში, თქვენ არ იხდით ზედმეტს არცერთ თეთრს, იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს მომსახურება სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრსა თუ სასტუმროებში. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ, სამკურნალო პროცედურებზე/სამკურნალო პროგრამებზე ჩვენი კომპანიის მიერ დაწესებული 5, 10 და 15%-იანი ფასდაკლებებით. 

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ №6 წყაროს მისამართია: წყალტუბო, კურორტის პარკი, №6 წყაროს შენობა.
დამატებითი ინფორმაცია წყალტუბოში მკურნალობის, სასტუმროებისა და სატრანსპორტო მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე www.tskaltuboresort.ge
პატივისცემით,
ელგუჯა მელქაძე
ტურისტული კომპანია CTC – Caucasus Travel Centre / „სითისი - კავკაზუს თრეველ ცენტრი“-ს დირექტორი.

ტელ: +995 555 63 29 29