განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

წყალტუბოს მინერალური წყალი

წყალტუბოს მინერალური წყალი

წყალტუბოს წყლის წარმოშობა გეოლოგიური თვალსაზრისით უძველესად ითვლება (100-150 ათასი წლის წინ), რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ღებულობენ თანამედროვე ჰიდროქიმიური პროცესები.

თუმცა ვარაუდობენ, რომ წყალტუბოს წყლის ჩამოყალიბება მიმდინარეობს მიწისქვეშა სტატიკური წყლების უზარმაზარი რესურსების ხარჯზე, რომლებიც ბალნეოლოგიური ზონის ზედაპირზე კარსტული წყლების ჰიდროსტატიკური წნევის წყალობით ამოდიან.

შერეული ჰიპოთეზის თანახმად, ქლორით მდიდარი წყალი ამოდის შუა იურული დანალექი ქანებიდან, ერევა ზედა ქერქის სულფატურ წყალს, შემდეგ კი ჰიდროკარბონატური წყლით მტკნარდება ქვედაცარცულ კირქვებში. წყალტუბოს მინერალური წყლის მარაგების შევსება ძირითადად დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან, რომლებიც სამგურალის ქედის ფერდობებზე მოდის.

წყალტუბოს მინერალური წყლის რადონით გამდიდრება ხდება ნაყარი დანალექის ქვიშაში.

წყალტუბოს მინერალური წყაროები ყოველთვის იპყრობდნენ ყურადღებას სხვა წყლებისგან მკვეთრად განსხვავებული თვისებების გამო.

ტოქსიკური ელემენტების უქონლობის წყალობით პროცედურები ადვილადგადასატანია.

 

წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა

წყალტუბოს მინერალური წყალი იმით გამოირჩევა, რომ ყველა ინგრედიენტი ზღვრული ნორმების ქვედა ნიშნულის ქვევითაა.

წყალტუბოს წყაროების ქიმიური შემადგენლობა სტაბილურობით ხასიათდება  და დროში არ იცვლება. ეს დასტურდება უკანასკნელი 70-80 წლის განმავლობაში განხორციელებული  ქიმიური ანალიზების შეპირისპირებით.

წყალტუბოს მინერალური წყალი გამოირჩევა საკმაოდ მყარი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით. იგი შეიცავს კეთილშობილ აირს - რადონს, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. იგი მიეკუთვნება სუსტრადონიან (1-2,7 ნკი/ლ; ან 3-7,5 ერთ. მახე; ან 40-100 ბკ), ქლორიან-ჰიდროკარბონატიან-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,8 გ/ლ. წყაროების დღე-ღამური დებეტი შეადგენს 13-15 მლნ. ლიტრს. მინერალური წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობით და მარილოვანი შემადგენლობის ძირითადი კომპონენტების თავისებური შეხამებით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (+33-35oC) საშუალებას იძლევა ისინი წინასწარი შეთბობის გარეშე გამოვიყენოთ.

წყალტუბოს მინერალურ წყაროებში ნაპოვნია ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მარგანეცი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისათვის.

წყალტუბოს წყაროებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აირები: აზოტი, რადონი, ჰელიუმი, არგონი.

 

წყალტუბოს მინერალური წყლის ქიმიური შემადგენლობა

 

  ქიმიური ელემენტები

გრამები

მგ. ექვ.

ექვ.%

კათიონები

Na+K

0,0534

2,32

20,33

Mg

0,0341

2,84

24,89

Ca

0,1250

6,25

54,78

Fe

0,0011

---

---

ჯამი

0,2136

11,41

100,00

ანიონები

Cl

0,1012

2,85

24,98

SO4

0,2237

4,66

40,84

HCO3

0,2079

3,90

34,18

ჯამი

0,5628

11,41

100,00

 

 

 

 

SiO

0,242

---

---

Al2O3F2O3

0,0029

---

---

საერთო მინერალიზაცია

0,8

---

---

CO2

0,088

---

---

მშრალი ნარჩენი 110О

0,764

---

---