განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

რეაბილიტაცია კოვიდ-19 შემდეგ წყალტუბოში

კოვიდ-19 ვირუსით დაავადებისშემდგომი რეაბილიტაცია კურორტ წყალტუბოში

ეს კომპლექსური სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი, განკუთვნილია, კოვიდ-19 ვირუსით ავადმყოფობის შემდგომი ისეთი გართულებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  1. სარდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებები კოვიდ-19 ვირუსის შემდგომ;
  2. გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებები კოვიდ-19 ვირუსის შემდგომ;
  3. ნერვული სისტემის გართულებები კოვიდ-19 ვირუსის შემდგომ;
  4. ზედა სასუნთქი გზების გართულებები კოვიდ-19 ვირუსის შემდგომ.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობაა:

  • 21 დღიანი სტანდარტული;
  • 14 დღიანი სტანდარტული შემოკლებული;
  • 7 დღიანი მოკლე ინტენსიური.

კოვიდ-19 ვირუსით ავადმყოფობის შემდგომი გართულებების

სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის კომპლექსური პროგრამა

 

 

სამკურნალო პროცედურის დსახელება

ერთეულის ფასი

ლარი

პროცედურის რაოდენობა

21 დღიანი

14 დღიანი

7 დღიანი

1

რადონული-მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდ. კაბინაში

10

7

7

7

2

სამკურნალო ფიზკულტურა აუზში მინერალური წყლით

13

10

7

4

3

წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი მინერალური წყლით

15

10

7

4

4

ცირკულარული შხაპი მინერალური წყლით

8

10

10

4

5

სამკურნალო მასაჟი საერთო/სრული

30

10

10

7

6

ინჰალაცია ზედა სასუნთქი გზების

8

10

10

7

7

ფიზიოთერაპიული პროცედურები სხვადასხვა

10

10

10

7

8

სამკურნალო ტალახის აპლიკაციები

12

8

7

3

9

ექიმის კონსულტაცია

20

3

2

1

სამკურნალო პროცედურების საერთო რაოდენობა პროგრამაში:

75+3

68+2

39+1

პროგრამის საერთო ღირებულება ხანგრძლივობის მიხედვით:

1066 ლარი

800 ლარი

501 ლარი


კლინიკა თუ კურორტი? სად სჯობს აღვიდგინოთ ჯანმრთელობა კორონავირუსის შემდეგ.

ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაიტანა ინფექცია,  აუცილებელია კოვიდ-19-ის შემდგომი რეაბილიტაცია. თუმცა, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ინტენსივობა, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და გართულებების არსებობაზე. ექიმების რეკომენდაციით, გამოჯანმრთელების შემდეგ, პაციენტების უმრავლესობისთვის ნაჩვენებია სანატორიულ-საკურორტო მკურნალობა. თუმცა, ზოგიერთისთვის აუცილებელია, აღდგენითი კურსი გაიაროს მხოლოდ კლინიკაში.

ამ შემთხვევაში, ჩვენ შევეხებით კოვიდ-19 ვირუსისშემდგომ საკურორტო რეაბილიტაციას.

რომ არ დავუშვათ გართულებები და მძიმე შედეგები, აუცილებელია, დროულად დავიწყოთ საკურორტო რეაბილიტაცია.

ჩვენებები რეაბილიტაციისთვის

კორონავირუსისშემდგომი სანატორიულ-საკურორტო აღდგენითი თერაპია, ნაჩვენებია შემდეგი სიმპტომების დროს:

  • მუდმივი დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ფიზიკური აქტივობის დაქვეითება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გართულებები ყურადღების კონცენტრაციის დროს;
  • დეპრესია, ძილთან დაკავშირებული  პრობლემები;
  • თავბრუხვევა;
  • ქრონიკული დაავადებების - ასთმის, ბრონქიტისა და ა.შ. გართულებები.

საკურორტო მკურნალობის ჩვენებანი კოვიდ-19-ის შემდეგ

საკურორტო-გამაჯანსღებელი მკურნალობა ნაჩვენებია ყველა პაციენტისათვის, ვინც გადაიტანა ახალი კორონავირუსის ინფექცია. მათთვის, ვისაც ინფექცია ჰქონდა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ფორმებში სერიოზული გართულებების გარეშე, საკურორტო მკურნალობა ყველაზე მეტად შედეგიანია, გამოჯანმრთელებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია კლინიკაში, კლინიკური თერაპიის ეტაპის შემდგომ, საკურორტო-აღდეგენითი მკურნალობა ეფექტურია მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის.

საკურორტო მკურნალობის ძირითადი ამოცანებს მიეკუთვნება:

  • ადრეული და გვიანი გართულებების პროფილაქტიკა;
  • სასუნთქი გზების გამტარიანობისა და ფილტვის ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა;
  • აირცვლის გაძლიერება;
  • ორგანიზმის ადაპტაციურ-კონპენსატორული შესაძლებლობების ამაღლება;
  • ფიზიკური დატვირთვებისადმი ტოლერანტობის აღდგენა;
  • მსუბუქი ნევროლოგიური აშლილობის კორექცია;
  • იმუნოლოგიური რეაქტიულობის აღდგენა;
  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სტაბილიზაცია.

 კურორტებზე მკურნალობის პროგრამა

გამაჯანსაღებელ კურორტებზე, დამუშავებულია ახალი კორონავირუსული ინფექციისშემდგომი აღდგენის სხვადასხვა პროგრამა: პულმონოლოგიური, ნევროლოგიური, საერთო-გამაჯანსაღებელი და სხვა.  საკურორტო კომპლექსის ექიმები, ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ამუშავებენ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს. პროგრამა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი პროცედურებისაგან:

  • ბალნეოთერაპია;
  • კინეზოთერაპია;
  • სამკურნალო და/ან სარელაქსაციო/მომადუნებელი მასაჟი;
  • ფიზიოთერაპია (მაგნიტოთერაპია);
  • კლიმატოთერაპია;
  • აეროზოლთერაპია (ინჰალაცია);
  • სპელეოთერაპია;
  • ფსიქოლოგის ინდივიდუალური სეანსები.

ყურადღება! ყველა პაციენტისათვის, მკურნალი ექიმის მიერ, დგება ინდივიდუალური (პირადი) სამკურნალო პროგრამა. სამკურნალო პროცედურების სახეობებსა და რაოდენობას, განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ადგილზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ძირითადი და თანამდევი დაავადების (დაავადებების) სიმძიმისა და პაციენტის ასაკის მიხედვით.

COVID-19 ამწვავებს ხერხემლისა და სახსრების დაავადებებს

კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების ზრდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია, იმუნიტეტის დაქვეითება ინფექციის ფონზე.

COVID-19 პანდემიამ გამოიწვია საყრდენ მამოძრავებელი აპარატის/სისტემის პათოლოგიების ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტთა რაოდენობა მალთაშუა დისკოების თიაქრით, ხერხემლის არხის სტენოზით, კოქსართროზით (გავა-თეძოს სახსრის ართროზი).

პანდემიამ და თვითიზოლაციამ, გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება. ექიმები აღნიშნავენ, რომ გაიზარდა გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და ენდოკრინული დაავადებების სიხშირე. ასევე, არის დაავადების ზრდის რამდენიმე სხვა მიზეზიც:

  1. შეზღუდულ სივრცეში ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ სპორტით, ხოლო დაბალი ფიზიკური აქტივობა, უარყოფითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობაზე;
  2. ბევრმა პაციენტმა მოიმატა წონაში, რაც, ასევე დამღუპველია ხერხემლისთვის.

ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსს, ასევე შეუძლია ზურგის პათოლოგიების განვითარების პროვოცირება. პანდემიის დროს, ამ პროცესის მთავარი მიზეზი არის იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითება.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები, ზრდასრული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში. მართალია, ის არ იწვევს ფატალურ შედეგებს, მაგრამ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრებას - ამცირებს შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს და იწვევს ქრონიკული ტკივილის პროვოცირებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზურგის ტკივილი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ტკივილის სხვა ტიპები. ასევე, ხშირია კისრის, სახსრების, თავის, გავა-თეძოს სახსრის ტკივილები. ამ ყველაფრის ძირითადი გამომწვევი მიზეზია, ფიზიკური აქტივობის შემცირება.

კურორტზე აღდგენითი თერაპიის ოპტიმალური  ხანგრძლივობაა, არანაკლებ 14 დღე

თერმული წყალი, სამკურნალო ტალახი და სუფთა ჰაერი, აღადგენენ კორონავირუსის შემდეგ დაზიანებულ ორგანოებს.

ამგვარად, ბუნებრივი ძალები: თერმული წყალი, სამკურნალო ტალახი და სუფთა ჰაერი, წარმოადგენენ ჯანმრთელობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ წყაროს. სამკურნალო თერმული წყლები და ტყეებისა და პარკების სუფთა ჰაერი (წყალტუბო ცნობილია, როგორც საქართველოს ყველაზე მწვანე კურორტი), ახდენენ ეფექტურ თერაპიულ ზეგავლენას საყრდენ-მამოძრავებელ, გულსისხლძაღვთა, ნერვულ და სასუნთქ სისტემაზე და ხელს უწყობენ მათ აღდგენას.

თუ თქვენ გესაჭიროებათ კორონავირუსისშემდგომი კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა, 100 წლიანი გამოცდილების მქონე, კურორტ წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ - წყარო №6 (ე.წ. „სტალინის აბაზანა“) და მისი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი - თქვენს განკარგულებაშია.