განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

წყალტუბოში მკურნალობის შესახებ

ინფორმაცია წყალტუბოში მკურნალობის შესახებ

* სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის პირობებში, მიუხედავად სამკურნალო კომპლექსების/პროგრამების მრავალფეროვნებისა, ყოველ დამსვენებელს/პაციენტს, აუცილებლად ენიშნება ინდივიდუალური მკურნალობა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხავა ფუნქციონალური სისტემების შესაბამისია, დაავადებების ამა თუ იმ ფორმებისა და სტადიების დროს, ასევე შესაბამისია ორგანიზმის საერთო მდგომარეობისა. 

** სასურველია, დამსვენებელმა/პაციენტმა თან იქონიოს სანატორიულ-საკურორტო რუკა (გაიცემა პოლიკლინიკების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
*** წყალტუბოში, წყლის აბსოლუტურად ყველა პროცედურა ტარდება რადონულ-მინერალურ წყალში.
ყურადღება! სამედიცინო გამოკვლევა, დამსვენებელმა/პაციენტმა უნდა ჩაიტაროს წინასწარ (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და გამოკვლევის მასალები თან უნდა იქონიოს კურორტზე გამომგზავრებისას.
**** ორთოპედიული პათოლოგიისას, ან ხერხემლის დაავადების შემთხვევაში, რეკომენდირებულია იქონიოთ მაგნიტო-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის მასალები.
„ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში („წყარო №6“ და „წყარო №1“), დამუშავებულია და წარმატებით გამოიყენება, სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალო კომპლექსური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროგრამები. როგორც წესი, ეს პროგრამები მუშავდება, ექიმისა და პქციენტის კონსულტაციების დროს, დამსვენებლის/პაციენტის ინდივიდუალური მგომარეობისა და დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამედიცინო გამოკვლევების მონაცემებსა და ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით. პროგრამები, გათვლილია დამსვენებლის/პაციენტის კურორტზე ხანგრძლივი დროით ყოფნაზე (10-21 დღე), რადგანაც შეიცავენ დიდი რაოდენობით სამკუნალო პროცედურებს.
სამკურნალო პროგრამების ღირებულება, დგინდება ადგილზე მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო პროცედურების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. თავის მხრივ, სამკურნალო პროცედურების სახეობები და რაოდენობა დგინდება, დამსვენებლის/პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ასაკის, თანამდევი დაავადებებისა და ძირითადი დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკის მიხედვით.

წყალტუბოს მინერალური-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ:

1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ართროზები, ართრიტები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.)
2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა)
3. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა)
4. გინეკოლოგიური დაავადებები (ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა)
5. უროლოგიური დაავადებები (ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია)
6. კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა)
7. ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმები და სხვა).