რადონოთერაპია
რადონით გამოწვეული სამკურნალო ეფექტები
რადონის მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე მრავალწახნაგაა. არ არსებობს არც ერთი უჯრედი, არც ერთი სისტემა, რომელზედაც არ ზემოქმედებდეს რადონი. სხვადასხვა დაავადებებისას პირველ ადგილზე რადონის პროცედურების სამკურნალო ქმედებების სხვადასხვა ასპექტები გამოდიან.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას:
რადონის პროცედურების მიღებას მივყავართ ანთებითი პროცესების შემცირებისაკენ და დაზიანებულ სახსრებში მოქნილობის მომატებისაკენ, ტკივილის სინდრომის შემცირებისაკენ, ასევე ავლენს მადესენსიბილიზირებელ ეფექტს (ალერგიის მოხსნა).
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას:
რადონოთერაპია იწვევს გულის კუნთის გაუმჯობესებულ კვებას, არტერიალური წნევის ნორმალიზირებას (შემცირება ჰიპერტონიისას და მომატება ჰიპოტონიისას), პულსის გაიშვიათებას და გულის ამოვარდნილობისძგერითი და წუთიერი მოცულობის გაზრდას.
ნერვული სისტემის დაავადებებისას:
რადონის პროცედურებს ახასიათებთ გამოკვეთილი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. რადონის მიღება აუმჯობესებს ნერვში ანთებითი პროცესების მსვლელობას, აჩქარებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას. რადონს აქვს გამოკვეთილი სედატიური (დამაწყნარებელი) მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ქალის სასქესო სფეროს დაავადებებისას:
ქალის სასქესო სფეროს დაავადებებისას რადონოთერაპია იწვევს მცირე მენჯის ორგანოების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კანის მგრძნობელობის ზღვრის მომატებას, მნიშვნელოვან ანთების საწინააღმდეგო და მაანალგეზირებელ ეფექტს. ეს კეთილისმყოფელად მოქმედებს ავადმყოფთა საერთო მდგომარეობაზე, მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციებზე, კვერცხუჯრედების ჰორმონალურ ფუნქციაზე, შემჩნეულია დადებითი ეფექტი საშვილოსნოს და კლიმაქტერიული სისხლდენებისას, მცირე მენჯში ანთებითი პროცესებისას. ჩერდება ფიბრომიომის ზრდა, თუ მისი სიდიდე არ აღემატება სამთვიანი ორსულობის სიდიდეს.
უროლოგიური დაავადებებისას:
უროლოგიური დაავადებებისას პირველ ადგილზე გამოდის ანთების საწინააღმდეგო, მაანალგეზირებელი, ბაქტერიოსტატიკური (ბაქტერიების ზრდის შემაჩერებელი) სპაზმოლიტური მოქმედება, ძლიერდება ნაღვლის გამომყვანი გზების გლუვი მუსკულატურის შემამცირებელი ფუნქცია, მცირდება სისხლში შარდის მჟავის დონე.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას:
რადონის წყლის სმა ააქტიურებს კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას (აღდგენას) რეზექციის შემდგომ, აჩქარებს კუჭისა და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს მჟავიანობას კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისას.
გარდა ამისა:
რადონი მანორმალიზირებელ გავლენას ახდენს ძირითად (ცილოვან), ნახშირწყლების, მინერალურ, ქოლესტერინულ და წყლოვან ცვლაზე ორგანიზმში.
მცირდება ორგანიზმის სპეციფიკური რეაქტიულობა (ალერგია) და იზრდება არასპეციფიკური რეაქტიულობა (იმუნიტეტი).
იზრდება ორგანიზმის მედეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
ძლიერდება კიბოს საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
რადონის აბაზანები აჩქარებენ კანის ეპითელიზაციას დამწვრობების დროს.
რადონის მიღებისაგან თერაპიული ეფექტის ვადები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მის სტადიასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. ის იწყება მკურნალობის კურსის გავლისას, აღწევს თავის მაქსიმუმს 1,5-2 თვის შემდეგ და გრძელდება ნახევარი წლიდან წელიწადნახევრამდე.