განაცხადი ფასდაკლებები

ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანიის შესახებ

ჩვენ გახლავართ, ტურისტული კომპანია CTC – Caucasus Travel Centre / სითისი - კავკაზუს თრეველ ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს კურორტ წყალტუბოში 2008 წლიდან და დაკავებულია დამსვენებლების/ტურისტების შემოყვანით საქართველოს სხვადასხვა პროფილის კურორტებზე: ბალნეოლოგიური, ბალნეო-კლიმატური, კლიმატო-ბალნეოლოგიური, საზღვაო-კლიმატური, სამთო-კლიმატური, სამთო-სათხილამურო. ამ ეტაპზე, კომპანიის ძირითად მიმართულებად მიჩნეულია ისეთი ცნობილი ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტები, როგორებიცაა: წყალტუბო, ბორჯომი და საირმე.

დღეისათვის, ჩვენი კომპანია გთავაზობთ კურორტ წყალტუბოს სხვადასხვა სახის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროგრამებს. პროგრამები შეგვიძლია შემოგთავაზოთ როგორც ერთიან პაკეტში, რომელშიც შედის: მკურნალობა, სასტუმრო კვებით, სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსფერები, ასევე ცალ-ცალკეც, ანუ: ან მხოლოდ სამკურნალო პროგრამა, ან მხოლოდ სასტუმრო და კვება (ან სასტუმრო კვების გარეშე), ან მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსფერები.

კომპანიის ხელმძღვანელობას, გააჩნია 36 წლიანი გამოცდილება, სანატორიულ-საკურორტო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ტურიზმში მოღვაწეობისა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტურისტული კომპანიის CTC – Caucasus Travel Centre / სითისი - კავკაზუს თრეველ ცენტრი-ს მეპატრონე და დირექტორი, ამავდროულად გახლავთ, კურორტ წყალტუბოს სახელგანთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრ „ბალნეოკურორტი წყალტუბო“-ს (ლეგენდარული №6 წყარო „სტალინის აბაზანა“-ს) მენეჯერი 22 წლის მანძილზე.

ამ ვებსაიტზე მითითებული ყველა ფასი (სამკურნალო პროცედურების, სასტუმროების) არის მომსახურების გამწევის ანუ მომწოდებლის ე.წ. „სუფთა ფასი“, ანუ ჩვენი მხრიდან, ყოველგვარი „ფასნამატისა“ და „პროცენტული დანამატების“ გარეშე. შესაბამისად, ჩვენთან მომსახურების შეძენის შემთხვევაში, თქვენ არ გადაიხდით ზედმეტს არცერთ თეთრს, არამედ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს მომსახურება სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრსა თუ სასტუმროებში. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ, სამკურნალო პროცედურებზე/სამკურნალო პროგრამებზე ჩვენი კომპანიის მიერ დადგენილი 10 და 20%-იანი ფასდაკლებებით.
დამატებითი ინფორმაცია წყალტუბოში მკურნალობის, სასტუმროებისა და სატრანსპორტო მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე www.tskaltuboresort.ge

ჩვენი პირველადი მიზანია, სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტების/დამსვენებლების ხარისხიანი მომსახურება, რაშიც, თავადაც დარწმუნდებით, თუკი ისარგებლებთ ჩვენი სერვისებით.

ტელ: +995 555 63 29 29

დაისვენეთ საქართველოს ცნობილ კურორტებზე და იყავით ჯანმრთელი!