განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

საქართველო

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

ფართობი: 69875 კმ2.

საზღვაო საზღვარი: 315 კმ.

სახმელეთო საზღვარი: 1655 კმ.

საზღვრები ქვეყნებთან: სომხეთი 164 კმ, აზერბაიჯანი 322 კმ, რუსეთი 723 კმ, თურქეთი 252 კმ.

უმაღლესი წერტილი: მთა შხარა - 5201 მ.

უდაბლესი წერტილი: ჭაობები ფოთსა და ყულევს შორის (-1.5–2.3 მ)

უგრძესი მდინარე საქართველოს ტერიტორიაზე: ალაზანი, 407 კმ.

უგრძესი მდინარე: მტკვარი, 1364 კმ. (საქართველოს ტერიტორიაზე - 351 კმ.)

უდიდესი ტბა: ფარავნის ტბა, 37,5 კმ²