საკურორტო მკურნალობის სიკეთე
საკურორტო მკურნალობის ყოველწლიური კურსი:
- ზრდის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 10-15 წლით;
- ამცირებს დავადების/ავადმყოფობის დონეს 2,8-ჯერ;
- ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, იწვევს დაავადების მყარ/მდგრად რემისიას 6-12 თვიდან 3 წლამდე და ზოგ შემთხვევებში, უფრო მეტით;
- კურორტზე ყოფნის დროს, თქვენ წყვეტთ იმ „მავნე ჩვევების წრეს", რომელშიც აუცილებლად იმყოფებით ჩვეულებრივ ანუ სახლის პირობებში, და ხვდებით სიმშვიდის, ჯანმრთელობისა და პოზიტივის ატმოსფეროში;
- ბუნებრივი სამკურნალო წყლებითა და სამკურნალო ტალახებით მკურნალობის 2-3 კვირიანი კურსი, უზრუნველყოფს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების მოწესრიგებასა და იმუნიტეტის ამაღლებას. საკურორტო-გამაჯანსაღებელი მკურნალობის შემდეგ, თქვენ აუცილებლად განიცდით ენერგიის მომატებასა და გუნება-განწყობილების ამაღლებას, ხდებით უფრო ახალგაზრდა, ენერგიული და ჯანმრთელი;
- კურორტების თერმული/თბილი წყლები, ასევე თანამედროვე სამკურნალო პროცედურები და სპეციალურად შემუშავებული სამკურნალო პროგრამები, შესანიშნავად აგვარებენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმები, მოტეხილობების შემდგომი მდგომარეობა, სხეულის აღნაგობის/ტანადობის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ძალღონისა და ენერგიის აღდგენა და მრავალი სხვა;
- ბუნებრივი სამკურნალო-მინერალური წყლის სმა, ახერხებს იმას, რასაც ვერ ახერხებს ვერცერთი სამკურნალო პრეპარატი/წამალი: ის აწესრიგებს მთელი კუჭნაწლავის სისტემის მუშაობას, ათხიერებს ნაღველს და ხელს უწყობს მის ნორმალურ გამოყოფასა და შესაბამისად საკვების ადვილად გადამუშავებას, აწესრიგებს ნაწლავების პერისტალტიკასა და მიკროფლორას;
- კურორტები და სანატორიუმები/სპა-სასტუმროები, მუდმივად სთავაზობენ „ბინაში გამოკეტილ ქალაქელს“ მოძრაობის აქტიურობის ასამაღლებელ საშუალებათა ფართო სპექტრს: აუზებს, დოზირებული სიარულის ბილიკებს - „ტერენკურებს“, სატრენაჟორო დარბაზებს, ველოსიპედებსა და სხვა;
- კურორტზე გატარებული 2-3 კვირიანი კურსი, ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანს აძლევს ჯანმრთელობისა და სიმხნევის მთელი წლის მარაგს;
- იმისათვის, რომ კურორტზე მკურნალობამ გამოიღოს მართლაც საგრძნობი შედეგი, უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ შესაბამისი კურორტი და საკურორტო დაწესებულება.
გსურთ იცოცხლოთ 10-15 წლით უფრო დიდხანს და იავადმყოფოთ 3-ჯერ ნაკლებად?
ვფიქრობთ, პასუხი ნათელია!